წყალდიდობა აშშ-ში

ამერიკაში სტიქია მძვინვარებს. ნიუ ჯერსის შტატში სტიქიის გამო საგანგებო სიტუაცია გამოაცხადეს. გადაუღებელმა წვიმამ მდინარეების ადიდება გამოიწვია, დატბორა საცხოვრებელი სახლები. წყლის ქვეშ მოექცა საავტომობილო მაგისტრალები, მანქანებით გადაადგილება შეუძლებელია. არ მუშაობს სკოლები და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები. ნიუ ჯერსის პარალელურად წყალდიდობას ამერიკის ჩრდილო–აღმოსავლეთი შტატებიც ებრძვის, წყალდიდობაა პენსილვანიასა, ნიუ–იორკში. სინოპტიკოსების პროგნოზი არადამაიმედებელია.